понедельник, 4 июля 2011 г.

,,ბავშვი წიგნია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და ჩვენ უნდა დავწეროთ".
პ.როზეგერი



სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელწოდება:

,,გაზაფხული ხევში–გაზაფხულის ყვავილები“




2.პროექტის მთავარი იდეა: აპრილი – მაისის თვეში მოსწავლეთა მიზნობრივი გასვლები სტეფანწმინდის მიმდებარე ტყესა და მთებში, ბუნებაზე დაკვირვება, ფოტო მასალის შეგროვება, ყვავილების ბოლქვებისა და ძირების შეგროვება, ბლოგის შექმნა.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში განვავითაროთ გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ესთეტიკური უნარების ჩამოყალიბება. მოსწავლეებში ისტ გამოყენების პრაქტიკული უნარ – ჩვევების განვითარება.

4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებისთვის  კლასგარეშე მუშაობის ჯანსაღი უნარების გამომუშავება. თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენების ჩვევის გამომუშავება. 

5.მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.

6.ვადები: აპრილი–მაისი.

7.მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, რომლის ნახვა და გამოყენება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

8.რესურსები: კომპიუტერები.ფოტოაპარატი.

9.პროექტის მსვლელობა: ტყეში ლაშქრობაზე წასვლამდე მოსწავლეები კითხულობენ მოთხრობებს იაკობ გოგებაშვილის ,,საგანძურიდან“, ვისაუბრებთ ტყის მშვენიერებაზე, მის მნიშვნელობაზე, ვთხოვ, მოიძიონ ინფორმაცია ხევის ფლორის შესახებ, კომპიუტერის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას გაზაფხულის ყვავილებზე, მოიძიებენ მინდვრისა და ეზოს ყვავილების სურათებს. შეაგროვებენ ამ ყვავილებზე შექმნილ ლექსებს, გამოცანებს, სიმღერებს. მოვიწვევ ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც ჩაატარებს საუბარს მოსწავლეებთან. მოსწავლეები დააკვირდებიან ხევის პირობებში ყვავილების ზრდა–განვითარებას. გადაიღებენ სურათებს. დათესენ ყვავილებს ქოთნებში. სკოლის ეზოში გააშენებენ გაზაფხულის ყვავილებს. გააკეთებენ ჩანახატებს. პროექტის დასასრულს შექმნიან ბლოგს, სადაც ასახავენ პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს.

10:საგნებთან კავშირი: ბუნებისმეტყველება.ქართული.ხელოვნება.ისტ–ი.

11პროექტის ფასილიტატორი: მაია სუჯაშვილი.

ბიოლოგიის მასწავლებელი: მანანა შაბურიშვილი.


     

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  maia.sujashvili@gmail.com